
ერაიამ და ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის კამპანია გააგრძელეს - საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად გაეგზავნება თითოეული სიტყვის თარგმანი, არ ვსაუბრობ მხოლოდ ბერაიაზე, ვსაუბრობ, მათ შორის, სპიკერზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული თავდასხმით ქალ პოლიტიკოსებზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სუს- ის მეთოდებით ესხმის თავს ქალ დეპუტატებს.
„მას [ირაკლი ბერაიას] ბოდიში არ მოუხდია საკუთარი საქციელისთვის, რაც იყო მიუღებელი, უღირსი და სუს - ის მეთოდებით ქალზე თავდასხმა, ამიტომ გაუწონასწორებელმა ადამიანმა უნდა დატოვოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ამის შემდეგ ყველამ გაითვალისწინოს, სანამ რაიმეს იტყვის მსგავსს, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ბერაიამ და ღუდუშაურმა გუშინ გააგრძელეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა - დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია ქალი პოლიტიკოსების, რომელთაგან გრძნობენ სერიოზულ წინააღმდეგობას. ეს იყო მიზანამიმართული კამპანიის გაგრძელება. ამას გააგრძელებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად დაგეგმილი კამპანიის და დავალების შესრულებისა, იმაზე მეტიც კი მოუვიდა ბერაიას, ჩემი აზრით, ვიდრე „ქართული ოცნება“ გეგმავდა. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ბერაიას ხელს არც კი ჩამოართმევენ, არც ერთ მისიაში, არც ერთ საზოგადოებაში საერთაშორისო დონეზე, სადაც გაიგზავნება აუცილებლად მისი თითოეული სიტყვა თარგმნილი ჩვენი მხრიდან. არ ვსაუბრობ მხოლოდ ბერაიაზე, ვსაუბრობ მათ შორის სპიკერზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული თავდასხმით ქალ პოლიტიკოსებზე და მიზოგენიით. მას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რაც ისმის ასევე კობახიძისგან, როცა ხედავს ჩვენგან წინააღმდეგობას, მათი მიზანია სუს-ის მეთოდებზე გადასვლით, გააჩერონ და დააშინონ ქალები, არც ერთი ასეთი მეთოდი არ გამოდგება ჩვენს გასაჩერებლად და დასაშინებლად“, - განაცხადა სამნიძემ.
0
0
ლონდონში სიცხემ 263 ადამიანი იმსხვერპლა
09/07/2025