ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეები პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელისკენ ისვრიან ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს.
საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე საპოლიციო დანაყოფები დაბრუნდნენ, რომლებიც დემონსტრანტების მიმართულბით წყლის ჭავლს უშვებენ.
აქციაზე მივიდა ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ.
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის კარის შემტვრევას ცდილობდა, რა დროსაც შიდა პერიმეტრიდან ძალოვანებმა წყლის ჭავლი გაუშვეს.
ადგილზე მივიდა აქციის მონაწილეების მეორე ჯგუფი და მოუწოდა მათ მშვიდობიანი აქციისკენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშას ცეცხლი წაუკიდეს.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.
0
0