13/01/2025
12:39
სამართალი
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ განმარტა, ბრალდებულებს ბრალი ჯგუფურობიდან უბრალოდ ნივთის დაზიანებით უნდა გადაუკვალიფიცირდეთ. ამასთან, გამყრელიძის თქმით, ჯებირი, რომლის დაზიანებასაც დაკავებულებს ედავებიან, უკვე დაზიანებული იყო, თუმცა, ისინი არ უარყოფენ, რომ გარკვეული მოქმედება განახორციელეს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
0
0