
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც ჩემი აზრით მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიაზე და ტელეაუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიაზე მათ ის თქვეს რის თქმაც დაავალეს "იქიდან",- წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, რომელშიც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილ უფროსი, მამუკა ყურაშვილი აცხადებს : „რაც უნდათ ის ისროლონ, ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ“.
ანჯაფარიძის თქმით, სწორედ მამუკა ყურაშვილის ზემოთმოყვანილი სიტყვებია პასუხი კითხვაზე - თუ რატომ არ გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და ფაქტობრივად გაწირეს ისინი.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც ჩემი აზრით მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიაზე და ტელეაუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიაზე მათ ის თქვეს რის თქმაც დაავალეს "იქიდან"
ხომ ყველას გვახსოვს 7 აგვისტოს ყურაშვილის ცნობილი გამონათქვამი "ცხინვალში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა." ეხლა მოუსმინეთ მის განცხადებას 4 აგვისტოს. ესაა პასუხი კითხვაზე - თუ რატომ არ გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და ფაქტიურად გაწირეს,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0