
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ბადრი ჯაფარიძე გამოცხადდება კომისიის სხდომაზე.
„ხვალინდელი სხდომა დაიწყება 10:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბოთ 5-10 წუთით ადრე და სწორედ ბადრი ჯაფარიძის საქმეს ვუყაროთ კენჭი. ამასობაში თუ ის გამოცხადდა, ხომ კარგი, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება, აზრი შეიცვალოს, თუ არადა ვუყრით კენჭს, განვიხილავთ ამ საკითხს და შემდეგ გავხსნით სხდომას აგვისტოს ომთან დაკავშირებული თემით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0