
საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქმედ რეგლამენტში უკვე 65 სხვადასხვა ცვლილებაა შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული.
„უკვე ორი წელია, საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს, ამაზე უკვე ორი წელია, მიმდინარეობს მუშაობა. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის შვიდი წელია, რაც ძალაშია, ამიტომ მოხდა შესწავლა, თუ რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში თავად არის უკვე 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული. ასევე, მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით, ადვილად გამოსაყენებელი რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის და ასევე საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის პროექტით, აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ა.შ.
იცით, რომ ხანდახან იყო ხოლმე სხვადასხვა განმარტებების მცდელობები. აღსანიშნავია, რომ თავად 90 პროცენტზე მეტი ტექსტი იგივე რჩება, რაც მოქმედ რეგლანენტშია. ვინაიდან, თავისთავად არის პროცედურები, რომლებიც გაწერილი არის და ეს ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ახალი რეგლამენტი გამოსაყენებლადაც ადვილი იყოს როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ასევე დეპუტატებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროექტი ორშაბათს გავა პარლამენტის ბიუროზე, რის შემდეგაც გასაჯაროვდება, შემდეგ კი დაიწყება საპარლამენტო განხილვები.
„დაგეგმილია, რომ მაისის ბოლოსთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში შევა პირველი ივლისიდან მიმდინარე წლის. გეტყვით, რა არის ძირითადი ცვლილებები, რაც შეიძლება თქვენთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. პირველი – ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, სხვა ანგარიშვალდებულ პირებს და ამ კითხვაზე საპასუხოდ შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვები, შემდეგ იმართება დებატები. როგორც იცით, ჩვენ ორი წლის წინ გავზარდეთ რაოდენობა და სესიის განმავლობაში ოთხი ინტერპელაცია იყო, ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაცია. ასე რომ, იქნება შესაძლებელი მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს.
ასევე ხდება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ დებატების წესის ხელახალი მოწესრიგება. აქამდე იყო უფრო მონოლოგიური ხასიათის. ფრაქციები გამოდიოდნენ რიგ-რიგობით და დებატის ხასიათი ამას არ ჰქონდა. ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს. შესაბამისად, იქნება ინტერპელაცია უფრო აქტუალური. ანუ, ყოველ სასესიო კვირას შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის წევრებს, რომ პლენარულ სხდომაზე გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი აქტუალურ დაკავშირებით და გვქონდეს ამაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი, განხილვა. აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს უკვე „მინისტრის საათი“, რომელიც თავის დროზე, 2018 წელს გარკვეულწილად საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული ამ ინტერპელაციის. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, ასეთი ფორმატები, როდესაც ყოველ კვირას არის გამოყოფილი ერთი დღე იმისთვის, რომ კითხვებს უპასუხოს ანგარიშვალდებულმა პირმა. ჩვენ ფაქტობრივად ეს სისტემა შემოგვაქვს ახლა და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი.
მეორე საკითხი – დროებითი კომისიები. თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს დროებით საგამოძიებო კომისიას, თუმცა კონსტიტუციით ასევე გათვალისწინებულია სხვა დროებითი კომისიები, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიცვას საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს კონსტიტუციური ინსტრუმენტი პარლამენტის ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად იყო სხვა ინსტრუმენტები წინა რეგლამენტიათ შემოღებული, როგორიც იყო მუდმოვმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და ა.შ. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვქონდა კონსტიტუციის გაუთვალისწინებელი ინსტრუმენტები, არადა ამ დროს გვაქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არ გამოიყენებოდა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ გამოიყენებოდა იყო ის, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობოდა ფაქტობრივად ორი თუ სამი მუხლი და არის ძირითადად მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას, შინაარსს და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვხდით მას უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს, დროებით კომისიას. უპირატესობა დროებითი კომისიის არის ის, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, ის იქმნება პარიტეტის პრინციპით. ანუ ნახევარ-ნახევრად არის უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არ არის იქ უმრავლესობაში. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას, რომ იყოს უფრო პლურალისტური მუშაობა ასეთი სახის კომისიაში, კონსესუსზე ორიენტირებული მუშაობა ასეთ კომისიაში. შესაბამისად, იქნება შესაძლებლობა, რომ ჩაანაცვლოს მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა და აქვე ვიტყვი, რომ იცით, რომ ბოლო ცვლილებით, გენდერული თანასწორობის საბჭო გაუქმდა. ამასთან, ახალი რეგლამენტით გაუქმდება ბავშვთა უფლებების საბჭო და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ზოგადად, მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება, ვინაიდან ფაქტობრივად ეს იყო კომიტეტის გარკვეული ასლი. თან კომიტეტიც არ იყო და რეგლამენტით გათვალისწინებული საბჭოები იყო. ამის ნაცვლად ხდება მოქნილი ინსტრუმენტი დროებითი კომისიისა, რომელიც შეიძლება ასეთი სახოს თემატიკაზე შეიქმნას და მათ შორის, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია პარლამენტში მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტით იქნება ამ კომისიის შექმნისა და ფუნქციონირების შესაძლებლობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი. დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, კომიტეტების ნაცვლად, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს წარუდგინოს.
პაპუაშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტის მიხედვით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს სახელი შეეცვლება და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი გახდება.
0
0