
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ითვალისწინებდა, 8 მარტს გამართულ აქციაზე მისი მოწოდება - “პარლამენტის პიკეტირების” შესახებ.
ვაშაძე ამბობს, რომ ეს მოწოდება შეთანხმებული იყო ყველასთან: “მე ეს გამოვაცხადე ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან შეთანხმებით, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, „გირჩის“ წარმომადგენლებმაც იცოდნენ, „ლელომ“ იცოდა. რაზე მელაპარაკებით? ერთად ვიდექით და ასე გამოვაცხადეთ. გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე” - აცხადებს ვაშაძე:
"პირველად გამოვაცხადეთ ასეთი რამე? კი ბატონო, ვთქვი ალყა. მშვიდობიანად მოვუწოდე წავიდეთ-თქო და მეც იქ ვიდექი. მე, რაც გამოვაცხადე, ამასთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს იყო კანონიერი მოწოდება. პოლიტიკოსის ვალდებულებაა იყოს პასუხისმგებლობიანი, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგას ის ნაბიჯები, რაც შედეგამდე მიიყვანს. დღეს რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ არის პირველი დღის, მეორე, მესამე და დღევანდელი დღის ბრძოლის შედეგი. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა. მადლობა ყველა პატრიოტს! ქვეყნის მტრები არიან ხელისუფლებაში, ვინც რუსულ კანონს იღებდა.
მშვიდობიანი ალყის დარტყმის არანაირი პრობლემა არ არის. ეს ნაბიჯები უნდა გადაედგა იმ აქციას, იმისთვის, რომ შედეგები დამდგარიყო. ამ ალყის მიზანი იყო პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება, იმიტომ, რომ მეორე დღეს პარლამენტში სესია იყო დაგეგმილი, რომელსაც რუსული კანონი უნდა მიეღო. პარლამენტის პიკეტირებას ადრეც ვახდენდით. ხალხს შევთავაზე აეწიათ ხელი თუ იყვნენ თანახმა.
მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო ყველასთან. მე ეს გამოვაცხადე ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან შეთანხმებით, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, „გირჩის“ წარმომადგენლებმაც იცოდნენ, „ლელომ“ იცოდა. რაზე მელაპარაკებით? ერთად ვიდექით და ასე გამოვაცხადეთ. გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე" - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
0
0