25/12/2024
18:06
საზოგადოება
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით “ქალების მარში” მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”, “გამოდით, გამოდით!”.
მათ გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.
0
0