პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
11/03/2022
11:43
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის”, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩის” წევრებმა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციის შინაარსს ეთანხმებიან, თუმცა იმისათვის, რომ დოკუმენტი დოკუმენტად არ დარჩეს, საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რა დროს რისი გაკეთება უნდა მოხდეს და ამაზე საპარლამენტო კონტროლი უნდა განხორციელდეს.
რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
0
0
282
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%