
პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ინტერპელაციის წესით მიმართა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და საკითხები უკვე გადაგზავნილია მინისტრთან.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ინტერპელაციის წესი განმარტა.
„ინტერპელაციის ახალი წესი კიდევ უფრო აქტიური და მოქნილი საშუალებაა იმისთვის, რომ მინისტრთან გაიგზავნოს კითხვები. ახალი წესის თანახმად, წინასწარ ხდება კითხვების გაგზავნა, რომლის რაოდენობა შეზღუდული არ არის. მინისტრი, წინასწარ გაგზავნილ კითხვებზე, ინტერპელაციის ფარგლებში, პასუხს გასცემს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს პროცესი მაქსიმუმ სამი საათით არის შემოფარგლული. ასე რომ, პირველად გვექნება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი წესით ინტერპელაცია და ვფიქრობ, საინტერესო იქნება როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 28 და 29 ოქტომბერს გაიმართება.
0
0
ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
27/10/2025