08/05/2024
05:24
მსოფლიო
პარიზში, უცნობმა მამაკაცმა 20 ავტომობილი დაწვა - ინფორმაციას ამის შესახებ კრიმინალურ ქრონიკაზე ორიენტირებული ფრანგული პორტალი actu17 ავრცელებს.
პარიზის მე-16 ოლქში, ეჟენ მანუელის და კლოდ შაიუს ქუჩების კვეთასთან, ორშაბათიდან სამშაბათის ღამით 20 სატრანსპორტო საშუალება დაიწვა.
მეხანძრეებმა და პოლიციამ შეტყობინება დაახლოებით 01:30 საათზე მიიღეს. ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხდა, თუმცა ცეცხლის ალში გახვეული 20 მანქანა მთლიანად ან მნიშვნელოვნად განადგურდა, ორი შენობა კი დაზიანდა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დატოვებული რამდენიმე შეტყობინება, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის მიერ დატოვებული, რომელიც, როგორც სათვალთვალო კამერებიდან ჩანს, ცეცხლს უკიდებს ავტომობილს, შემდეგ კი გარბის.
„ყველა თაღლითები, კრიმინალები და მკვლელები არიან. მე მათი მსხვერპლი ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი", - წერია შეტყობინებებში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მალე ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. actu17ის ინფორმატორის თქმით, შეტყობინებაში ქუჩაზე მცხოვრები პირის სახელია ნახსენები.
0
0