
პარიზში, ოლიმპიურ სოფელში, 300 000 პრეზერვატივს დაარიგებენ, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა სექსზე აკრძალვა გააუქმეს - ამის შესახებ Sky News-თან საუბარში პარიზის ოლიმპიური სოფლის დირექტორმა ლორან მიშომ განაცხადა.
სიყვარულის ქალაქში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ იმოქმედებს და სპორტსმენების უფლება ექნებათ ოლიმპიური სოფლისთვის სპეციალურად შექმნილ მუყაოს საწოლებზე სიყვარულით დაკავდნენ.
ოლიმპიური სოფლის დირექციის განცხადებით, სოფელში მცხოვრებ დაახლოებით 14 500 სპორტსმენს და მომსახურე პერსონალს 300 000 პრეზერვატივს დაურიგებენ. ეს რაოდენობა თამაშების მთელი პერიოდის განმავლობაში თითოეული სპორტსმენის დღეში ორჯერად სექსზეა გათვლილი.
"გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, „სადაც სპორტსმენები თავს უფრო ენთუზიაზმით და კომფორტულად იგრძნობდნენ". მენიუში არ იქნება ფრანგული სამზარეულოს ძირითადი კერძები, მაგრამ 350-მეტრიან შვედურ მაგიდაზე გაშლილი მსოფლიოს ყველა კუთხის კერძებით სპორტსმენებს შეეძლებათ კარგად იკვებონ და ძალები მოიკრიბონ. „რა თქმა უნდა, სოფელში შამპანური არ არის, მაგრამ მათ პარიზშიც შეუძლიათ იმდენი შამპანური მიირთვან, რამდენიც სურთ”, - განაცხადა Sky News-თან ოლიმპიური სოფლის დირექტორმა ლორან მიშომ.
ოლიმპიური სოფლის ოთახებში ჩვენ ვიხილეთ ორიგინალური ფორმის მუყაოს საწოლები. დირექციის თქმით საწოლი იმდენად მყარია, რომ 250 კგ წონის ოლიმპიელს გაუძლებს, - წერს Sky News.
ipress.ge
0
0