15/12/2022
13:32
მსოფლიო
100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარიზში ღამით, საფრანგეთის მაროკოზე გამარჯვების შემდეგ, ქუჩის ბუნტის გამო. ინფორმაციას Le Figaro პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთო ჯამში, პარიზის აგლომერაციაში 115 ადამიანი დააკავეს.
გამოცემა წერს, რომ დაკავებულებს შორის ასევე იყო უკიდურეს მემარჯვენეებთან დაახლოებული 40 კაციანი ჯგუფი, რომლებიც იარაღით მიდიოდნენ ელისეის მინდვრებში და იქ ჩხუბის დაწყება სურდათ.
მაროკოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ, ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზი, ნიცას, ლიონის, მონპელიესა და ბელგიაში, ბრიუსელის ქუჩებში ემოციების გამოხატვის მიზნით.
საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებმა გამარჯვება იზეიმეს, მაროკოს ნაკრების გულშემატკივრებმა კი უკმაყოფილება გამოთქვეს. შედეგად გულშემატკივართა ჯგუფებს შორის შეტაკება დაიწყო. ორივე გუნდის გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და ჩხუბი მოაწყვეს.
დაახლოებით 10000 პოლიციელი მონაწილეობდა არეულობის ჩახშობაში საფრანგეთში. გაზეთ Midi Libre-ს ცნობით, საფრანგეთში, მონპელიეს ცენტრში პოლიციამ გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
0
0