
პარიზში, ასოციაცია ფრანგულმა რენესანსმა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „სილქნეტის“ ორგანიზებით, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში პოეტ დათო მაღრაძეს და მისი პოემის „ბარაქიან მიწას“ ფრანგულ ვერსიას უმასპინძლა.
წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ: ზღვისიქითა აკადემიის პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია ფრანგული რენესანსის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი, გამომცემლობა- Edition Du Cygne-ს რედაქტორ-გამომცემელი პატრის კანოსე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სრულუფლებიამი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.
ფრანგმა მსახიობმა ალან რიბერამ და დათო მაღრაძემ აუდიტორიას ფრანგულ- ქართული პერფორმანსი შესთავაზეს და „ბარაქიანი მიწიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს.
0
0
თბილისში "მედიის სოლიდარობის მარში" იმართებ
08/04/2025