31/10/2023
15:51
მსოფლიო
პარიზის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქალს, რომელიც თვითმკვლელობის შემცველ მუქარასა და ტერორიზმის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ქალი ერთი გასროლით მძიმედ დაჭრა, რადგან ის ბრძანებას არ დაემორჩილა, რომ შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულიყო. პარიზის პროკურატურამ ასევე დასძინა, რომ ქალი "საკუთარი თავის აფეთქებით" იმუქრებოდა. ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ქალი მთლიანად იყო შენიღბული და ყვიროდა: "ალაჰ აქბარ" ("ალაჰი დიდია, დიდება ალაჰს!"). ინციდენტი, დილით, პარიზის ცენტრში, ფრანსუა მიტერანის სახელობის ბიბლიოთეკასთან, რკინიგზის სადგურზე მოხდა.
ამჟამად, მატარებლის სადგური დაკეტილია. პროკურატურის თქმით, გამოძიება ორ საქმეზე დაიწყო. ერთ-ერთი საქმე ეხება ქალის ქმედებებს, მეორე კი იმის გარკვევას, გამართლებული იყო თუ არა პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024