
პარიზში საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა პალესტინის მხარდამჭერი აქცია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ფრანგი ხალხი უნდა დარჩეს ერთ მუშტად შეკრული, რათა ისრაელი-ღაზის კონფლიქტმა არ გადაინაცვლოს საფრანგეთში, როგორც ებრაული და მუსლიმური თემების თანაცხოვრების ევროპულ ცენტრში.
მაკრონის ამ სიტყვებადე, საფრანგეთის შს მინისტრმა აკრძალა პრო-პალესტინური აქციები, რადგან მისი აზრით მსგავსი შეკრებები გამოიწვევდა საჯარო წესრიგის სავარაუდო დარღვევას. ამის მიუხედავად, რამდენიმე ასეული პრო-პალესტინელი დემონსტრანტი ხუთშაბათს საღამოს პარიზის ცენტრში მცირე ჯგუფებად მაინც შეიკრიბა. ამ ჯგუფების გაერთიანების თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საფრანგეთი ევროპაში ლიდერობს ებრაელი და მუსლიმი მოსახლეობის პოპულაციით.
ჰამასის ისრაელზე შეტევისას დაღუპულ საფრანგეთის მოქალაქეთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026