09/09/2024
10:41
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდნენ ეტლით მოფარიკავეები - ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი და პარალიმპიური თამაშების მონაწილე ირმა ხეცურიანი.
წარმატება ქართველ პარალიმპიელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიამ მიულოცა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე დაამარცხა. ქართველმა პარასპორტსმენმა პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა - ტოკიოს პარალიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მიიღო.
მესამე პარალიმპიადაზე იასპარეზა ირმა ხეცურიანმა - ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ხმლით ფარიკაობაში ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
პარიზის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ამ რაოდენობის მედალი საქართველომ პარალიმპიადაზე პირველად მიიღო.
0
0