27/08/2023
18:53
მსოფლიო
პირველი სექტემბრიდან პარიზი გახდება პირველი ევროპული დედაქალაქი, რომელიც აკრძალავს ელექტრო სკუტერების გაქირავებას.
ამის შესახებ EuroWeekly News იუწყება.
გამოცემის ცნობით, აგვისტოს ბოლომდე პარიზის ქუჩებიდან დაახლოებით 15 ათასი ელექტრო სკუტერი უნდა გაქრეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს. ელექტრო სკუტერების აკრძალვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 100 000-ზე მეტმა პარიზელმა, რაც საერთო ამომრჩევლების მხოლოდ 7,46%-ს შეადგენს. გამკითხულთა დაახლოებით 90% აკრძალვის მომხრეა.
აკრძალვის მიზეზად კი სახელდება პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქში მიმოფანტულ სკუტერებთან. ასევე, გამოითქვა შეშფოთება მათი მომხმარებლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც.
აკრძალვა შეეხება მხოლოდ ელექტრო სკუტერების გაქირავების სერვისებს.
0
0