
საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა.
გამოავლინეს წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციათა გამარჯვებულები, ასევე განსაკუთრებული პრიზი გადაეცა სპორტის მედიცინის ასოციაციას.
2025 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, საუკეთესო მწვრთნელი კი პარაძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელი ლევან ქოჩიევი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი კი ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.
2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი ზურაბ ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

0
0