
სამართალდამცველებმა პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში ოთხ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბელგიაში გადაჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ავრცელებს.
კოკაინი გემზე დატვირთული შაქრის ტომრებში იყო ჩალაგებული. მისი წარმომავლობა უცნობია, ვინაიდან, როგორც ტელეარხი იუწყება, პარაგვაიში ბოლივიის, კოლუმბიისა და პერუსგან განსხვავებით ნარკოტიკული საშუალებები არ მზადდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის გზავნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის, რათა მათ პარაგვაი ტრანზიტულ ქვეყნად არ გამოიყენონ, რადგან ხელისუფლება მათ მაინც მიაგნებს და კოორდინირებულად იმოქმედებს“, - ციტირებს CBS News-ი პარაგვაის პრეზიდენტს სანტიაგო პენიას.
როგორც ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, ეს არის პარაგვაის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტია. მისი საერთო ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 240 მილიონი აშშ დოლარია. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026