01/05/2023
12:56
პოლიტიკა
თუ ეს საზოგადოება იმდენად აქტიური არ არის, რამდენადაც სხვა საზოგადოება ჩანს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოებისთვის ეს ქვეყანა არის სამშობლო და იმ საზოგადოებისთვის კი ეს ქვეყანა არის ასპარეზი. აი, ეს ორი დიდი განსხვავებაა, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის „მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, მონაწილეების ქვეყნისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, როდესაც ადამიანი გრძნობ პასუხისმგებლობას ქვეყნის, შვილების, წარსულისა და მომავლის წინაშე, მაშინ იგი ნებისმიერ მოქმედებას ძალიან ფრთხილად უდგება.
„დღეს შედგა საზოგადოებრივი მანიფესტი. ზაზა პაპუაშვილმა აქციაზე რაც წაიკითხა, ეს იყო საზოგადოებრივი მანიფესტი. ეს იყო ის სურვილები, ხედვები, წადილი, რომელიც ამ საზოგადოებას გააჩნია. თუ ეს საზოგადოება იმდენად აქტიური არ არის, რამდენადაც სხვა საზოგადოება ჩანს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოებისთვის ეს ქვეყანა არის სამშობლო და იმ საზოგადოებისთვის კი ეს ქვეყანა არის ასპარეზი. აი, ეს ორი დიდი განსხვავებაა. როდესაც შენ გრძნობ პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის, შვილების, წარსულისა და მომავლის წინაშე, მაშინ ნებისმიერ მოქმედებას ძალიან ფრთხილად უდგები. ეს იქნება მიტინგი, გამოსვლა თუ მასობრივი შეკრება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც გაუსაძლისი ხდება არსებული ვითარება“, - განაცხადა ხაინდრავამ.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივართ - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.
0
0