
სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ბოლო ცვლილება, ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაძლებელია, შემცირდეს, მაგრამ უკრაინა არის საომარ ვითარებაში… ზელენსკიმ თქვა, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, კორუფციის საქმეები, რომლის გამოძიებაც არ ხდება, არსებობს რუსული გავლენები , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” უკრაინაში ანტი-კორუფციული კანონმდებლობის შესახებ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, საომარი ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური იუსტიცია ერთი მიმართულებით მიდიოდეს და კორუფციის საქმეებსა და რუსეთში გაქცეული ოლიგარქების საქმეებს იძიებდეს.
“უკრაინის ეროვნული ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა 2015 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ძალიან დიდ რეფორმებს უკრაინაში. ეს იყო “მაიდნის” შემდეგ და მაშინ იყო ძალიან სერიოზული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ეს ცვლილება, ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაძლებელია, შემცირდეს, მაგრამ უკრაინა არის საომარ ვითარებაში და ზელენსკის მოსაზრებას, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა, წინ უძღოდა ბევრი ჩხრეკის ოპერაცია. ზელენსკიმ თქვა, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, კორუფციის საქმეები, რომლის გამოძიებაც არ ხდება, საქმეები თაროზეა შემოდებული, არსებობს რუსული გავლენები… ამიტომ, კი არ გაუქმდა, არამედ პროკურატურას დაექვემდებარა.
ამას მოჰყვა, გარკვეულწილად, უკმაყოფილება უკრაინულ საზოგადოებაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ზელენსკის არგუმენტები არის ძალიან კონკრეტული, რომ ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში და საომარი ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური იუსტიცია ერთი მიმართულებით მიდიოდეს და იძიებდეს იმ საქმეებს, რომელიც მაგალითად მოიყვანა - ოლიგარქების, კორუფციონერების საქმეები, რომლებიც გაქცეულები არიან, ზოგი არის რუსეთში, ზოგი სხვადასხვა ქვეყანაში”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0