-share.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით 22 სექტემბერს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკმაოდ ვრცელი კითხვები აქვთ მინისტრთან შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ძალოვანი უწყების პირველად რეაგირებასთან დაკავშირებით.
„შინაგან საქმეთა მინისტრი 22 სექტემბერს ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და ექნებათ შესაძლებლობა ყველა კითხვაზე, რაც საკმაოდ ვრცლად დაუსვეს მას კიდევაც, მიიღონ პასუხი. ჩემი მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ, მინიმუმ დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ რა კითხვები დარჩათ მათ, რომელზეც პასუხს ელიან და ამ პასუხებს მიიღებენ თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ცხადია, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0