21/11/2023
12:46
პოლიტიკა
როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ, შემდეგ კიდე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური იყო. სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტყინებით შესციცინებენ მას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის როგორც ფიგურის, ან პერსონის დანიშნულება არის სწორედ ის, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. ციხეში იქნებოდა ეს, უკრაინიდან, თუ ამერიკიდან, ამაზე გველაპარაკებოდა. მისი, როგორც ინსტრუმენტის დანიშნულებაა სხვა პოლიტიკური ჯგუფების ხელში არიოს სიტუაცია საქართველოში. ვნახეთ ჩვენ მისი ბიძის გამოსვლა, რომელიც საუბრობდა გახლეჩაზე, დაყოფაზე, მათ შორის სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სწორედ ეს ადასტურებს რა მიზნები ჰქონდა იმ ჯგუფებს, რომლებმაც ის შემოაპარეს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა 2021 წელს საქართველოში, რომ აერიათ ქვეყანა არჩევნების წინ. მათი მიზანი ასევე იყო ის, როდესაც რუსეთის აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენთანაც არეულიყო სიტუაცია. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმართება უცხოური ჯგუფებიდან, ვინც ის შემოაპარა. ხან რომელ რეზოლუციაში აღმოჩნდება ხოლმე მისი [მიხეილ სააკაშვილის] სახელი და გვარი აბსოლუტური ტყუილებით, ხან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის განცხადებებში. ვიცით, რომ საქართველოში ის შემოაპარა უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილემ. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღად გვინდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური შემოგაპარებს, შემდეგ სასამართლოზე ამბობ, რომ ქართული ენა დაგავიწყდა და უკრაინულად გელაპარაკონ, შემდეგ კიდე პრეტენზიები გაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკურად აქტიური იყო. სამარცხვინო ცირკია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. მის პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები არიან, რომლებიც ხბოს აღტყინებით შესციცინებენ მას. მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ საქართველოში არის პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0