
"ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა, ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
"7 შეამჩნიეს... შვიდი... თან შეამჩნიეს... და ეს ადამიანი, საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას," - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის- მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გზაზე, რომელიც მცირედით კვეთს რუსეთის ტერიტორიას, შენიშნეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო, დროებით შევაჩერეთ ამ გზაზე მოძრაობა.
სწორედ, ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
1
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025