
ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
„კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია ქვეყანაში. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, შემცირებულია. მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს თუ როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში. ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც „ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი.
იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭომ განიხილება და როგორც მრავალ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ალბათობით, დაიწყება მესამე აცრის შემდეგ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0