08/01/2025
14:23
მსოფლიო
პანამის არხის სუვერენიტეტი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ პანამის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ მარტინეს-აჩამ განაცხადა.
პანამის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი ხელი, რომელიც აკონტროლებს არხს, არის პანამური და ასე გაგრძელდება.
„პანამის არხი ჩვენი ბრძოლის ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა ხავიერ მარტინეს-აჩამ.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანამის არხი, რომელიც აშშ-მა ააშენა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ნაწილობრივ გადასცა პანამას 1977 წელს, სრულად კი – 1999 წელს, ახლა ჩინეთის მიერ არის მართული. „შეხედეთ, პანამის არხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მას მართავს ჩინეთი. ჩვენ მივეცით პანამის არხი პანამას, არ მიგვიცია ჩინეთისთვის. მათ ბოროტად გამოიყენეს ეს საჩუქარი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0