
თავის მომავალ Netflix-ის მემუარებში ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი დეტალურად აღწერს შემაშფოთებელ ინციდენტს Home Improvement-ის გადასაღებ მოედანზე 1991 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო. ვარსკვლავის თქმით, მისმა კოლეგამ ტიმ ალენმა მას პენისი აჩვენა.
„გადაღებების პირველ დღეს გამოვედი ჩემი გასახდელიდან და ტიმი დერეფანში ხალათით იჯდა. მან ხალათის ღილები გაიხსნა და სწრაფად გაშიშვლდა. მან თქვა, რომ ეს სამართლიანი იყო, რადგან შიშველი მანაც დამინახა. ახლა ჩვენ ბარიბარში ვართ. მე უხერხულად გამეცინა“ - ნათქვამია მემუარის ნაწყვეტში, რომლის შესახებაც Variety წერს.
ალენი, რომელიც ინციდენტის დროს 37 წლის იყო, სავარაუდოდ, გულისხმობდა ანდერსონის მუშაობას, როგორც Playboy-ის მოდელისა, რომელიც დამწყებ მსახიობს დაეხმარა, მსოფლიოში ცნობილი სექს-სიმბოლო გამხდარიყო.
„არა, ეს არასდროს მომხდარა. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი", - თქვა ალენმა განცხადებაში.
0
0