Playboy-ის ყოფილმა ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა თქვა, რომ ის უფრო განსხვავებული ადამიანი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. მან Playboy-ის ყდაზე საკუთარი იმიჯი "მულტფილმის პერსონაჟს" შეადარა.
„რა წარმოადგენს ეს მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც მე შევქმენი? დიახ, სახალისო გამოვიდა, მაგრამ მე ის ადამიანი აღარ ვარ,“ - თქვა ანდერსონმა.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში, 57 წლის მსახიობმა აღიარა, რომ მაკიაჟის გარეშე ცხოვრება - ბუნებრივ იერზე გადასვლა - მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. კითხვაზე - როგორია "სრულყოფილებამდე" მიღწევის მისეული კონცეფცია, ანდერსონმა თქვა:
"არ მგონია, რომ ოდესმე სრულყოფილებისკენ ვისწრაფვოდი. მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დავიწყე ფიქრი, რომ მსურდა, მომეხსნა „სილამაზის ნიღაბი“. სამყარომ საკუთარი თავის აღქმის ახალი გზა მიჩვენა. როგორც კი ნიღაბი მოვიხსენი, ჩემს წინ მთელი სამყარო გაიხსნა. პომადაზე უარის თქმით სილამაზის ხედვა შემეცვალა. პარიზის მოდის კვირეულზე ყოფნისას, ჩემთვის ვამბობდი: "ვის ვეჯიბრები? არ შემიძლია სამი საათის განმავლობაში სამაკიაჟო სკამზე ჯდომა. ლუვრში წავალ....“ - იხსენებს Baywatch-ის ვარსკვლავი.
ასევე ცნობილია, რომ ანდერსონმა მალიბუ დატოვა და ის საცხოვრებლად ვანკუვერის კუნძულზე, ბავშვობის სახლში, გადავიდა.
„ბავშვობის სახლში დაბრუნებამ ჩემი ცხოვრება ჯადოსნურად შეცვალა. ისევ ბუნებაში დავსახლდი და რომანტიულად ვცხოვრობ. თავს პატარა ჭორფლიან ბავშვად ვგრძნობ - ვივიენ ვესტვუდის დიდი, ლამაზი ქუდით. ახლა მოხარული ვარ, რომ „პნევმატური იმიჯი“, რომლითაც ხალხი მიცნობდა, მოვიშორე. ჩემი ბავშვებისა და ოჯახის წევრებისთვის სადილებს როგორ ვამზადებდი, საჯაროდ არასოდეს ჩანდა, თუმცა ასევე ვითამაშე როლი, რომლითაც ყურადღების ცენტრში ვიყავი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მოვახერხე. მიხარია, რომ იქ ვარ, სადაც ახლა ვარ. ახლა დიდ შვებას ვგრძნობ, რომ ამ დროით დავტკბები,“ - თქვა ანდერსონმა.
როგორც Dailymail-ი წერს, ამჟამად, პამელა ანდერსონი თავისი კულინარიული წიგნის, სახელწოდებით - „მიყვარხართ: რეცეპტები გულიდან“ გამოსაცემად ემზადება. წიგნი, რომელიც 80 უნიკალური კერძის რეცეპტს მოიცავს, 15 ოქტომბერს გამოვა.
0
0