
პალესტინის წყლის ადმინისტრაცია იუწყება, რომ გენერატორების განადგურების გამო ღაზაში წყლის მარაგი ძალიან მცირდება.
მათი ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებამდე ჭაბურღილებიდან ყოველდღიურად 262 000 კუბური მეტრი წყალი ამოჰყავდათ. ახლა ეს მაჩვენებელი 14000 კუბურ მეტრს შეადგენს და მეტი წყლის მიწოდებისთვის საწვავია აუცილებელი.
წყლის ადმინისტრაციის ცნობით, დეფიციტი მთელ ღაზაშია და გადაუდებელი აუცილებლობაა დღეში 14 000 ლიტრი საწვავი, რაც დაახლოებით 130 000 კუბურ მეტრ წყალს მიაწვდის ქალაქს.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისმა (OCHA) შაბათს განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრებთა უმეტესობას ახლა წყალი არ აქვს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025