
კანადაში, აქტივისტებმა მთავრობის მაღალი რანგის წევრების ოფისები დაიკავეს, რადგან ისინი დეპუტატებისგან მოითხოვენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დადებისკენ მოუწოდონ.
პალესტინის მხარდამჭერებმა დაიკავეს ასევე თავდაცვის მინისტრ ბილ ბლერისა და ვიცე-პრემიერ კრისტია ფრილენდის ოფისები.
Montreal Gazette-ის ცნობით, საპროტესტო აქციები კანადის 12 ქალაქის 17 ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
„ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ კანადის მთავრობამ ისრაელსა და [„ჰამასს“] ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ღაზას სექტორის თითქმის 16-წლიანი ბლოკადის დასრულებისკენ მოუწოდოს. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, ამ კონფლიქტში ისრაელთან ერთად კანადის თანამონაწილეობის შეწყვეტას“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ აბრები, რომლებზეც გამოსახული იყო დაღუპული პალესტინელები და სლოგანები ცეცხლის შეწყვეტისა და „პალესტინის გათავისუფლების“ მოწოდებით.
0
0