01/11/2023
09:24
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში ომის 26-ე დღეა - ღაზის სექტორში, პალესტინელთა მხარეს დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 8500-ს გადააჭარბა.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას რაიონში, ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. შედეგად, მათ „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური - იბრაჰიმ ბიარი და ათობით ტერორისტი მოკლეს, ჩამოანგრიეს მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც.
„ჰამასმა“, იერიშისას, ბანაკში თავისილიდერის ყოფნა უარყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა.
ანკლავში მყოფმა ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა დაგმეს ისრაელის თავდასხმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე და განაცხადეს, რომ ეს "გამოსაფხიზლებელი ზარი" უნდა იყოს მსოფლიო ლიდერებისთვის, რადგან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყონ.
ისრაელზე ჰუსიტების გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, გაეროში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოკავშირე მეამბოხე ჰუსიტების მოძრაობამ შესაძლოა გააფართოოს ოპერაციები ისრაელის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ მდგომარეობას, სიტუაცია კვლავ კრიტიკულია, ღაზას სამხრეთით რაფაჰის გადასასვლელი შეიძლება დღეს გაიხსნას, ყველაზე მძიმედ დაჭრილი პალესტინელების ეგვიპტეში სამკურნალოდ გადასაყვანად.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024