
„პაკისტანის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა „ალ-ქაიდას“ ლიდერი ამინ ულ ჰაქი დააკავეს, რომელიც გაეროს მიერ შემუშავებულ სანქციების სიაში ფიგურირებს.
აღნიშნული პირი, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორის, ოსამა ბინ ლადენის, თანამოაზრეა. ამინ ულ ჰაქი პენჯაბის პროვინციაში დააკავეს და მას ბრალად ედება ძირითადი ნაგებობების განადგურების მიზნით დივერსიული აქტის მოწყობა,“ - ნათქვამია პაკისტანის კონტრტერორისტული დეპარტამენტის განცხადებაში.
კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ბრალდებულის ზუსტი გეგმების შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია.
„პაკისტანის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობით, წარმატებით დააკავა ალ-ქაიდას ლიდერი ამინ ულ ჰაქი. მისი სახელი გაეროს მიერ შედგენილ ტერორისტების სიაშია შეტანილი“, - განაცხადა დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
2001 წლის იანვრიდან დათარიღებულ სიაში, „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ გაეროს მიერ გაცემული სანქციების პანელში, დაკავებული პირი მოხსენიებულია, როგორც ბინ ლადენის უსაფრთხოების კოორდინატორი - ამინ მუჰამედ ულ ჰაქ საამ ხანი. ის ტერორისტების სიაში ბინ ლადენთან და „თალიბანთან“ კავშირების გამო მოხვდა. აღნიშნული პირი მონაწილეობდა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ტერორისტებისთვის იარაღისა და მათთვის საჭირო მასალების მიწოდება, გაყიდვა და გადაზიდვა.
როგორც ცნობილია, 2011 წელს, პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის ჩრდილოეთ ქალაქ აბოტაბადში მდებარე მის კერძო რეზიდნციაში მოკლა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026