პაკისტანში, დიდთოვლობას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 22 ბავშვია. პაკისტანის კატასტროფების მართვის ორგანოების ინფორმაციით, მეწყერმა სახლები ჩაიტანა.
ექსტრემალურმა ამინდმა პაკისტანის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონები დააზარალა, ჩაიკეტა გზები და დაზიანდა ასობით სახლი.
პაკისტანის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, მუშტაქ ალი შაჰმა, უჩვეულო ამინდი კლიმატის ცვლილებას მიაწერა. მისი თქმით, სეტყვა და ქარიშხალი, რომელიც "რამდენიმეწამიანია", გასაკვირი არ არის, თუმცა უჩვეულოა, რომ ეს 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდეს.
ძლიერმა წვიმამ მთლიანად გაანადგურა, სულ მცირე, 500 სახლი. რამდენიმე დღეა, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია მთლიანად გათიშულია. ადგილობრივმა მთავრობამ დაზარალებულ რაიონებს დახმარება გაუწია და დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გამოუყო.
0
0