31/07/2023
21:32
მსოფლიო
პაკისტანში გუშინ, 30 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. როგორც The Guardian წერს, ქვეყანაში „ბოევიკთა“ თავდასხმების მომატებულ შემთხვევებს ებრძვიან.
შეგახსენებთ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იმ დროს აიფეთქა, როცა სამთავრობო კოალიციის პარტნიორი ულტრაკონსერვატიული პარტიის Jamiat Ulema-e-Islam ყრილობაზე 1000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.
მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან პარტიის ლიდერები.
„ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა ჟილეტზე დამაგრებული ასაფეთქებელი საშუალება პირდაპირ ხალხის შუაგულში აამოქმედა“, - განაცხადეს ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებაში.
დაშავებულია 200-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილიც, ვერტმფრენებით სხვადასხვა პროვინციის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.
0
0