
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ პაკისტანი ინდოეთში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს დაარტყამს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.
„ჩვენ არასდროს დავუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა მან პაკისტანურ ტელეარხ Geo News-თან ინტერვიუში ინდოეთზე თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
„ჩვენ დავიცავთ საერთაშორისო სამართალს. ამ საერთაშორისო დაპირისპირებას მხოლოდ სამხედრო ობიექტებით შევზღუდავთ“, - დასძინა მან.
6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.
22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.
0
0
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა
08/05/2025