
გაზეთ Dawn-ის ინფორმაციით, პაკისტანის შეიარაღებული ძალები ინდოეთის ტერიტორიაზე ოპერაცია „სინდურის“ საპასუხოდ იერიშს ანხორციელებენ.
გაზეთის ცნობით, პაკისტანის არმია ქვეყანას ინდოეთის სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციის საპასუხოდ ურტყამს.
„პაკისტანის არმია ამჟამად რევანშისტულ თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა პაკისტანის უწყებათაშორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ.
როგორც ცნობილია, 7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „სინდური“ დაიწყეს და ავიადარტყმები განახორციელეს პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ჯამუსა და ქაშმირის პროვინციებზე. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშები განხორციელდა იმ ადგილებში, „სადაც ინდოეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა“.
0
0