
„პაკისტანი ავღანეთზე თავდასხმებს გააგრძელებს ახალი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას,“ - განუცხადა BBC-ს პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა.
ხავაჯა ასიფის განცხდებით, საჰაერო დარტყმების სამიზნე ის დაჯგუფებებია, რომლებსაც პაკისტანი უსაფრთხოების ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ავღანეთში, თალიბანის მთავრობა აღნიშნულ თავდასხმებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
„მართალია, რომ ავღანეთში ოპერაციებს ვაწარმოებდით და ასეც გავაგრძელებთ. ჩვენ მათ [თალიბებს] ნამცხვრებს არ მივართმევთ - თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენც იმავეს ვაპირებთ. პაკისტანი თალიბებს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ წინასწარ არ აცნობებს“, - განაცხადა ასიფმა.
კრიტიკოსებისა და ხელისუფლების ზოგიერთი წყაროს ვარაუდით, პაკისტანმა ახალი ოპერაცია პეკინიდან წამოსული ზეწოლის შემდეგ დაიწყო, რომელიც ქვეყნის 29,000 მოქალაქის უსაფრთხოებას ეხებოდა. მათგან 2,500 ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის პროექტებზე მუშაობს.
0
0