24/12/2024
18:36
საზოგადოება
16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის მოზარდმა დაჭრა, კრიტიკულად მძიმეა.
ექიმის, ხათუნა ხუფენიას განცხადებით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
"ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე წინა მხარზე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში", - განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.
ცნობისთვის, თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა.
0
0