28/09/2025
01:51

"4- ში ვიწყებთ 4 შივე ვამთავრებთ- ეს არის გარდაუვალი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთადერთი პრობლემა იყო თვეების წინ, თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი, რომ გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მეტი„- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
„ეს არ არის აქცია. ეს იქნება ეროვნული კრება. ჩვენ განვიხალავთ რამდენმე საკითხს. ეს არის- გვინდა თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, ავიღოთ ხელში ხელისუფლება. ყველა ვიტყვით რომ -კი. იმ წუთიდან როგორც კი ამას ვუყრით კენჭს, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ- პატრონი. ამის შემდეგ, ვიღებთ ხელისუფლებას ხელში. უნდა დავნიშნოთ დროებითი, ტექნიკური მთავრობა. რომელიც იქნება პროფესიონალებით აღჭურვილი და რაც მთავარია, პატიოსანი ხალხით. ეს დიდი იშვიათობაა. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქ ვინც გაიმარჯვებს ის იქნება მმართველი.“- აცხადებს ბურჭულაძე.
0
0