28/09/2025
01:57

"მე ერთი ვიცი, რომ ტარიელს არ უყვარს ქვეყნის მოღალატეები და ჩემი დიდი ვარაუდით, ის ჩვენ მხარეს არის"- განაცხადა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ტარიელ ონიანზე.
"მე რაც ვთქვი ჩემს ნათლულზე უშბა ონიანზე, მე ვთქვი ეს ჩემი სიამაყით. არის გადასარევი ბიჭი, ახალგაზრდა, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა სასწვალებელი კი არა, 2 სასწავლებელი, უმაღლესი ლონდონში და ბანკში იყო 400 კაციანი კონკურსი, სამმა გაიმარჯვა და ერთ- ერთი იყო ჩვენი უშბა. ამიტომაც, მე სიამაყით ვამბობ, რომ ეს ბიჭი საქართველოს ძალიან გამოადგება და იქნება ერთ- ერთი წარჩინებული ადამიანი. ტარიალს რაც შეეხება, მე მასთან მეგობრობას არ უარვყობ არასდროს. ჩვენ ვმეგობრობთ მრავალი წელი. მე ერთი ვიცი, რომ ტარიელს არ უყვარს ქვეყნის მოღალატეები და ჩემი დიდი ვარაუდით, ის ჩვენ მხარეს არის."- ამბობს ბურჭულაძე.
1
0