
არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელიც არ გრძნობს, რომ ცვლილებები გარდაუვალია, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართება ეროვნული კრება, რომელზეც გადაწყვეტენ, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს.
„არ არსებობს ორი საქართველო, არის ერთიანი, ძლიერი საქართველო. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტის გრძნობა, რომელიც არ გრძნობს, რომ ცვლილებები გარდაუვალია. არ არსებობს ღირსეული ადამიანი, რომელიც არ გრძნობს, რომ დღეს ყველაფერი შესაცვლელია, რომელიც ხედავს, რამდენი უდანაშაულო ადამინი ზის ციხეში და როგორ გვიყალბებენ ჩვენს ისტორიას. დღეს აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე დაგპირდით, რომ გავაერთიანებდით ხალხს. ერთიანობა თურმე საჭირო ყოფილა და შესაძლებელიც. ჩვენ ყველანი, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სპორტსმენები ერთად ვდაგავართ და გეუბნებით თქვენ, ვინც დღეს მიხვდით, რა მავნებელია „ქართული ოცნება“.
ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ, გადმოდით აქ, სულის საძიებლად არავინაა აქ მოსული, აქ ყველანი მოსული ვართ, რათა ავაშენოთ ერთი ძლიერი, თავისუფალი საქართველო. ამიტომ, გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემართა ჩვენს ქვეყანას. 16:00 საათზე აქ, რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვეტთ ჩვენს მომავალს. ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, რომელზეც გადავწყვეტთ, რომ ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს. დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ღირსება და ჩვენი დროშა“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
0
0