
კახა კალაძისგან ძალიან ირონიულად იყო ნათქვამი, რატო უნდა დავუქირავოთ სტადიონიო, ეროვნული ყრილობა როდესაც ტარდება, ქალაქს უნდა ჰქონდეს სურვილი, სტადიონის თანხა გადაიხადოს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტადიონის თანხას თუ არ გადაიხდიან, ყრილობის ჩასატარებლად სხვა ადგილი მოინახება.
„ძალიან ირონიულად იყო ნათქვამი კახა კალაძისგან, რატომ უნდა დავუქირავოთ სტადიონიო. მე მგონი, როდესაც ეროვნული ყრილობა ტარდება, სადღაც ხომ უნდა დავეტიოთ ასობით ათასი ადამიანი და, ამიტომაც ქალაქს უნდა ჰქონდეს სურვილი, გადაიხადოს ამ სტადიონის ამბავზე. თუ არ გადაიხდიან, ჩვენ მოვნახავთ ადგილს საქართველოში ან ამ მოედანზე, ან სხვა მოედანზე და იქ ჩავატარებთ. კარგი იქნებოდა, ეს სტადიონზე ყოფილიყო. სულ მცირე 300 000 კაცს ველოდებით. 50 000 ვიცით უკვე, ვინც გამოთქვა სურვილი, დანარჩენებს ნელ-ნელა ველოდებით. ისე რომ, დრო ჯერ გვაქვს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
0
0