
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ.
Newshub.ge-ს ცნობით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილთან დაკავშირებით მოხდა ადგილობრივ მოსახლესთან, ახალაძე ლალისთან დაკავშირება (500701846) და ტელეფონის ნომრის მოძიება.
ქალბატონ გულიკოსთან გასაუბრების შედეგად გაირკვა რომ მას 112-ში ამ დრომდე არ განუხორციელებია ზარი, რადგან ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფება საცხოვრებელ სახლში უვნებლად, დახმარებას არ საჭიროებენ.
ინფორმაციისთვის, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „80 წლის ბებიას სამი ობოლი ბავშვი ჰყავს. მესამე დღეა მათთან კავშირი აღარ არის“.
0
0