ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
08/12/2021
12:12
სამართალი
A-
+A
ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული - 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
476
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%