
ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების შესახებ ისაუბრა.
ოზურგეთის მერის თქმით, საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია წვერმაღალას პარკში გაიმართება. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ.
„როგორც დავპირდით ახალგაზრდებს, წვერმაღალას პარკში გაიმართება ოზურგეთის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ. ხოლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეებმაც 100%-იანი გრანტი მიიღეს, სიმბოლურად 1500 ლარი გადაეცემათ. თარიღი წინასწარ დაანონსდება. ასევე, დაჯილდოვდებიან ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები შემდეგი კრიტერიუმებით: კურსდამთავრებული, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება - ერთჯერადი ჯილდოს სახით დამატებით მიიღებს 500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი კი დამატებით 400 ლარს, ხოლო დანარჩენ ყველა ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს 300 ლარი გადაეცემა“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
0
0