
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც “გამჭირვალობის შესახებ” კანონპროქტს განიხილავენ. მას ანრი ოხანაშვილი უძღვება, რომელიც “რუსული კანონის” ხსენებისას ოპოზიციის წარმომადგენლებს მიკროფონს უთიშავს. ის არგუმენტად ამბობს, რომ დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე არ საუბრობენ.
"კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით და გთხოვთ, თუ კონკრეტულ კანონპროექტს გულისხმობთ, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი აქ, რომელიც ჩვენ აქ დღეს უნდა განვიხილოთ. ესეთი კანონი არ არსებობს... ჩემ გარეშე მიკროფონს ნუ რთავთ", - თქვა ოხანაშვილმა.
ამ შეზღუდვას დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოეხმაურა და ოხანაშვილს მოუწოდა განემარტა, სად წერია რეგლამენტში ეს პროცედურა.
„ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ ჩამჭრა“ - აღნიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
0
0