იტალიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mondial des Vins Extrêmes Cervim 2024, “ბადაგონის” ღვინოები 4 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ოქროს მედლები გადაეცათ ღვინოებს:
- საფერავი რეზერვი 2010
- ალავერდის ტრადიცია წითელი მშრალი
- კახური წარჩინებული თეთრი მშრალი
- ცქრიალა ღვინო “ბადაგონი ბრუტი”
საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია CERVIM (მთიანი რეგიონების მეღვინეობის კვლევითი, საგანმანათლებლო, კოორდინაციისა და შეფასების ცენტრი).
ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსი ტარდება OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონაჟით და ავტორიზებულია იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
CERVIM-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი რეგიონების ღვინოების წარმოებას, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი ისტორიით, ტრადიციებითა და უნიკალურობით.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა “ბადაგონის” ღვინოები არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025