
"რეჟიმი ვერ იმარჯვებს. ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე გამოსვლისას.
"ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და ეს იქნება ასე, სანამ ვერ მივაღწევთ შედეგს. შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის ამოწევა, რომ ვიღაცები ჩამოიშორონ და მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა. ჩვენთვის ეს არის გასაგები, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. ეს არის თქვენი გამარჯვება. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა. ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია, ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ არის ის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ - არა! არანაირი!
აგერ ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში სომხეთი და არც გამოუხედია ამათკენ, ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
0
0