
საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა მის ყველაზე მძიმე დროს, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ იდგა“.
„რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
0
0
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა
11/09/2026